ექსკლუზივი: ქრთამის აღების ფაქტზე ნაკიფუსა და ჭალეს რწმუნებულები დააკავეს

0

rwmunebulebis dakavebaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ფინანსურმა პოლიციამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუსა და ჭალეს რწმუნებულები რამდენიმე წუთის წინ დააკავა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ აცნობა.

სოფელ ჭალეს რწმუნებული როინ მანიას და სოფელ ნაკიფუს რწმუნებული გოდერძი კვარაცხელია ფინანსურმა პოლიციამ ფაქტზე დააკავა, როდესაც უკანონოდ გაცემულ ყალბ საბუთზე ქრთამის სახით გარკვეულ თანხას იღებდნენ. ორივე სოფლის გამგებელმა უკანონო დოკუმენტაცია ხე-ტყის მოჭრაზე გასცა.ორივე დაკავებული წაყენებულ ბრალს აღიარებს.

წალენჯიხის რაიონის სოფლების ჭალესა და ნაკიფუს გამგებლები წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.აღნიშნულ დაკავებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი საგამოძიებო მოქმედებები.

სხვა ახალი ამბები: