ექსკლუზივი: ჩხოროწყუს გამგეობაში პროკურატურა შევიდა?

0

gamgeobis-shenobaჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის საოლქო პროკურატურა შევიდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საუთარმა წყარომ აცნობა. ჯერჯერობით გაურკვეველია თუ რა საქმეებით ინტერესდება ოლქის პროკურატურა, თუმცა წყაროს თქმით  პროკურატურის მიერ გატანილ საქმეებში ტენდერების გამოცხადებისა და მასთან დაკავშირებული საკითხები ფიგურირებს. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად პროკურატურამ ჩხოროწყუს გამგეობის მიერ ჩატარებული ტენდერები, ფირმებთან დადებული ხელშეკრულებები, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და გამგეობის მიერ წარმოებული ყველა საფინანსო დოკუმენტაცია გაიტანა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარები არ კეთდება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge შეეცდება უფრო კონკრეტული დეტალები მოიძიოს და ოფიციალური პირებისგან მიიღოს ინფორმაცია.

სხვა ახალი ამბები: