ექსკლუზივი: წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ”ქართული ოცნება” დატოვა?

0

berdiaსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ქართული ოცნების” რიგები დატოვა წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ბერდია კალანდიამ. გავრცელებულ ინფორმაციას ბერდია კალანდიას ”ქართული ოცნებიდან” წასვლის შესახებ წალენჯიხაში ჯერჯერობით არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ბერდია კალანდიასთან დაკავშირება ვერ შეძლო. მისი საკონტაქტო ტელეფონები გამორთულია. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ჩვენ დაუკავშირდით ”ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის აქტივის ხელმძღვანელს გოჩა კალანდიას, რომელმაც განაცხადა, რომ ამის შესახებ მან ჯერ არაფერი იცის.

”ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით. ბერდია კალანდია ჯერჯერობით რაიონული ორგანიზაციის ოფისში არ მოსულა. ვიცი მხოლოდ ის, რომ ის ბოლო დღეებში თბილისში იმყოფებოდა. საკონტაქტო ტელეფონი გამორთული აქვს და მასთან დაკავშირებას ამ ეტაპზე ვერ ვახერხებთ. ინფორმაციას დავადასტურებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მოხერხდა მასთან დაკავშირება. ალბათ დღის ბოლომდე ყველაფერი გაირკვევა”-აცხადებს გოჩა კალანდია smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში.

ცნობისათვის, ბერდია კალანდია 2013 წლის 9 თებერვალს ”ქართული ოცნების” რაიონულ კონფერენციაზე ხმების უმრავლესობით პარტიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული. ის დღემდე ”ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალებს არკვევს, რის შემდეგაც ახალ ინფორმაციას შემოგთავაზებთ.

სხვა ახალი ამბები: