ექსკლუზივი: ხობის ახალ გამგებლად გოჩა ქაჯაიას კანდიდატურას განიხილავენ

0

qajaiaხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე უკვე აქტიურად განიხილება სხვადასხვა კანდიდატურები. ყველაზე მეტ ფსონს საკრებულო ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილ წევრზე გოჩა ქაჯაიაზე დებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ შეატყობინა, ხობის საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა ქარდავას ფავორიტი სწორედ გოჩა ქაჯაიაა.

ქაჯაია ამჟამად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეა. ის ასევე ხელმძღვანელობს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიას.

გოჩა ქაჯაია პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. მან კალინინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა.

სხვა ახალი ამბები: