ექსკლუზივი: ხურჩა-ნაბაკევის ე.წ საზღვართან 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

0

sazgvariხურჩა-ნაბაკევის გადასასვლელთან უბედური შემთხვევა მოხდა. ე.წ სასაზღვრო ზოლთან გალის რაიონის მკვიდრს, 68 წლის ვაინა ბაღიშვილს გული გაუსკდა და ის ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარი შემთხვევის მიზეზად თვითმხილველები შიშს ასახელებენ.

შუახნის მამაკაცი ზუგდიდში დილით გადავიდა. მან დევნილთა რეგისტრაცია გაიარა და მეუღლესთან ერთად საღამოხანს ისევ გალში ბრუნდებოდა. თვითმხილველთა განცხადებით ვაინა ბაღიშვილი საზღვართან ახლოს რუსი ჯარისკაცების ტანკებით გამოჩენამ შეაშინა და მან გაქცევა სცადა. რუსმა ოკუპანტებმა ჰაერში გაისროლეს.

“სწორედ ერთი გასროლის შემდეგ ადგილზე ჩაიკეცა ეს მამაკაცი და იქვე მოკვდა. იქ მათთან ერთად სხვებიც გადავდიოდით, ვეცადეთ პირველადი დახმარება გაგვეწია, მაგრამ მას პულსი უკვე არ უმუშავებდა.”-აცხადებს გალის მკვიდრი ც.ჯ

ვაინა ბაღიშვილის ცხედარი გალის რაიონში, საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

 

სხვა ახალი ამბები: