ექსკლუზიური ინტერვიუ ქალაქ ზუგდიდის მერთან (VIDEO)

0

gogoxia irakliქალაქის მერმა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განახლებასა და ახალი სტადიონის მშენებლობაზეც ისაუბრა. ირაკლი გოგოხიას განცხადებით მერია ახალ შენობაში გადასვლას ცდილობს, რადგანაც ქალაქის ცენტრში მდებარე შენობაში თანამშრომლები ვერ თავსდებიან, თუმცა ჯერ არ იცის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ყოფილი “იუსტიციის სახლი” გადაეცემა თუ არა მერიას დროებით სარგებლობაში.

“ჩვენ ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული შენობა გადმოგვეცეს, თუმცა ჯერ ამაზე პასუხი არ მიგვიღია. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი ჩვენს სასიკეთოდ გადაწყდება. ვნახოთ რა იქნება”-აცხადებს ქალაქის მერი.

ბევრ სხვა საკითხებთან ერთად ირაკლი გოგოხიამ smo.ge-ს ისეთ კითხვებს უპასუხა, რომელსაც ადრე თავს არიდებდა. ირაკლი გოგოხია მისი ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს და ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ქალაქის მერი, მერიის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი სალიას სამსახურიდან ნებაყოფლობით წასვლის მიზეზებზეც საუბრობს, თუმცა სალიას მიერ პრესასთან გაკეთებულ კომენტარებს გაუგებრად მიიჩნევს.

სხვა ახალი ამბები: