ექსპერტების განცხადებით რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეომასალა აშკარა მონტაჟია

0

cf658ea12c6349dd374cd80c02f25c24ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებული ვიდეომასალა, რომელიც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ირაკლი ფირცხალავამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, აშკარა მონტაჟია.

ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ექსპერტ ფონოსკოპისტმა, მარიკა ტოკლიკიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ერთი შეხედვითაც კი ჩანს რამდენიმე მნიშვნელოვანი ცდომილება, რაც მიანიშნებს, რომ მასალა უწყვეტი არ არის.

კერძოდ, პირველი უზუსტობა იკვეთება იმ მომენტში, როცა ისმის გასროლის ხმა. ამ დროს იარაღი აღმართულია მაღლა და შეუძლებელია, ასეთი ტრაექტორიით გასროლილი ტყვია ვინმეს მოხვედროდა. ამასთან, აღნიშნულ მომენტში ხმა და კადრი ერთმანეთს არ ემთხვევა, – აღნიშნა ექსპერტმა.

მისივე უნფორმაციით, მონტაჟი ვლინდება მასალის მე-11 წამზეც – ამ დროს კადრი გაჭრილია და მისი ცვლილება ხდება. ამასთან, მასალას გასდევს სპეციალურად დადებული ფონური ხმაური.

ექსპერტების შეფასებით, გარდა კადრების ტექნიკური ანალიზისა, ყურადღებას იქცევს ფსიქოლოგიური მხარეც. პოლიციელების ქცევა არაადეკვატურია, აშკარაა, რომ მათი რეაქციები არ ჰგავს რეალურად აფექტში მყოფი ადამიანის ქცევას. პოლიციელებს არ აქვთ ადეკვატური რეაქცია გასროლის მომენტში და მათ გამოთქმებში და ქცევაში იკვეთება, რომ “კამერაზე მუშაობენ”.

სხვა ახალი ამბები: