ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი დაკავებულია

0
vanoშინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ექს–პრემიერი, „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაკავებულია.
პროკურატურამ ვანო მერაბიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 164–ე პრიმა მუხლით, 182–ე მუხლის მესამე ნაწილითა და 334–ე მუხლით წაუყენა.
როგორც დღეს ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა  შოთა ტყეშელაშვილმა განაცხადა, მერაბიშვილთან დაკავშირებით გახსნილია ორი საქმე, რომელთაგან ერთი მისი პრემიერ-მინისტრობის პერიოდს უკავშირდება.
წინასწარი ინფორმაციით, ბრალდება დასაქმების სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლას შეეხება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბრალი თავისუფლების აღკვეთას 7-დან 12 წლამდე ითვალისწინებს.

სხვა ახალი ამბები: