ეხვევა თუ არა ახალ სკანდალში ფოთის მერი და ვინ ცდილობს მის დისკრედიტაციას?!

1

KAKULIAAAAAსაინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფოთის მერის მიმართ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, საფრანგეთში მცხოვრები მამუკა სოფრომაძე აპირებს. როგორც ცნობილი ხდება სოფრომაძემ, რომელიც ამავე დროს ფოთის მერის ახლობლად ითვლებოდა ამ საქმისათვის საქართველოში ცნობილ ადვოკატებს უკვე მიმართა. სოფრომაძის ერთ-ერთი ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი იქნება.

ფოთის ახლადარჩეულ მერს ირაკლი კაკულიას, მამუკა სოფრომაძე დიდი ოდენობის თანხების მითვისებაში დებს ბრალს და ამ ფაქტის სასამართლოდ გზით დამტკიცებას აპირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით smo.ge ფოთის მერს,. ირაკლი კაკულიას დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. ირაკლი კაკულიამ აბსურდული უწოდა მსგავს ბრალდებებს და განაცხადა, რომ რაც პოლიტიკაშიმოვიდა, მას ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მისივე განმარტებით, ყველაფერი რაც ხდება,მხოლოდ მის დისკრედიტაციას ემსახურება.

“რაც პოლიტიკაში მოვედი, ძალიან ბევრიმოწინააღმდეგე გამომიჩნდა. ეს იყო არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. ვიღაცეები ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.გპირდებით, რომმ როგორც კი გამოვავლენ ჩემს ფარულ მტრებს, აუცილებლად დავასახელებ და მათ მოვსთხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ვიღაც რომ რაღაცას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთებამართლა არ ღირს”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ფოთის მერი ირაკლი კაკულია.

სხვა ახალი ამბები: