ვალერი კვარაცხელია სამეგრელოში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის უფროსად დანიშნვას უარყოფს

0

downloadსამეგრელოს რეგიონში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სავარაუდო კანდიდატი ვალერი კვარაცხელია სოციოალურ ქსელ facebook-ში მის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ამავე სოციალური ქსელის საშუალებით პასუხობს და განმარტავს, რომ ის სამეგრელო-ზემო სვანეთის წინასაარჩევნო შტაბის უფროსად არავის დაუნიშნავს და ამ თანამდებობის დაკავებას არც მომავალში აპირებს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge ვალერი კვარაცხელიას გამოხმაურებას უკომენტაროდ გთავაზობთ.

“იქნებ დაწყნარდეთ მეგობრებო, არანაირი შტაბის უფროსად არავის დავუნიშნივარ და არც ვაპირებ. ის სისულელეები, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში გავრცელდა თვენს სინდისზე იყოს. მე თქვენგან განსხვავებით ერთი-ორი ადამიანის სიცოცხლე მეინც მექნება გადარჩენილი და მომავალშიც ამ მიმართულებით ვაპირებ მუშაობას. თავს ნუ დაიღლით ჩემთან ბრძოლით, მე თქვენი კონკურენტი ნამდვილად არ ვარ”-წერს სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე ვალერი კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ სამეგრელოს რეგიონში “ქართული ოცნების”  წინასაარჩევნო შტაბის უფროსად ვალერი კვარაცხელიას კანდიდატურის დასახელებას მძაფრი რეაქციები და საპროტესტო აქციები მოჰყვა. კვარაცხელია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის კანდიდატად სახელდებოდა რასაც მარტვილის რაიონში სწორედ დავით საგანელიძის ფიტულის დაწვა მოჰყვა.

სხვა ახალი ამბები: