ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერთა აქცია ზუგდიდში (VIDEO)

1

dddddდღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მდუმარე აქციაზე ძირითადად ზუგდიდის საკრებულოს და სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები შეიკრიბნენ. მდუმქრე აქცია შეუერთდნენ ქალაქ ფოთის საკრებულოს წევრებიც, რომლებმაც ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმრად მოიხსენიეს.

„ვფიქრობ, ის რაც დღეს ხდება საქართველოში დაწყებული ომის გამოძიებით, პროდასავლური ოპოზიციური ლიდერების დაკავებით არის რუსული ოკუპაციის გეგმა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება. ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ვინც ვაზროვნებთ პროდასავლურად და სანამ ერთი ასეთი ახალგაზრდა იქნება, ისინი ვერ განახორციელებენ მცოცავ ოკუპაციას“-აცხადება აქციის მონაწილე და საკრებულოს თანამშრომელი ანი წითლიძე.

“თავისუფლება ვანოს”, „არა შერჩევით სამართალს“, „შეეშვით პუტინის დავალებების შესრულებას“, „თავისუფლება ბაჩოს“, „არა დიქტატურას“- ასეთი სახის ლოზუნგები იყო გამოტანილი დღევანდელ აქციაზე, რომელიც ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერებმა გამართეს.

სხვა ახალი ამბები: