ვანო მერაბიშვილი საკანში ტელევიზორის დადგმას ითხოვს

0

previewსაპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით ვანო მერაბიშვილს ციხის ადმინისტრაციასთან პრეტენზიები არ გააჩნია და ის არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩივის. ერთადერთი პრობლემა რაც მერაბიშვილს ე.წ “მატროსოვის” ციხეში აქვს – ინფორმაციის ნაკლებობაა, მას საკანში არ გააჩნია ტელევიზორი. გიგი წერეთლის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ამ თემასთან დაკავშირებით გეგმავენ მიმართონ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბარს რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმაც. “საქართველოს სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშშია მითითებული, რომ დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც პატიმრები დღე–ღამეში მინიმუმ, 23 საათს საკანში ატარებენ და არ არიან დაკავებულნი არანაირი საქმიანობით, ტელევიზორის არქონა განსაკუთრებით მიუღებელია. სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ტელევიზორით სარგებლობისა და ტელეტრანსლაციის მიღების უფლება უზრუნველეყო. ბოლო პერიოდში დაწესებულებების უმრავლესობაში ზემოაღნიშნული პრობლემა მოგვარდა, თუმცა #7 და #9 დაწესებულებების პატიმრების ნაწილს კვლავ არ ეძლევა საშუალება, ტელევიზორით ისარგებლოს”,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: