ვანო მერაბიშვილი შესაძლოა პროკურატურამ დაკითხოს

0

mmmm2რაბათის ციხის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ შესაძლოა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი დაკითხოს.

ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა “პირველ რადიოსთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა გამოძიების ლოგიკურობიდან გამომდინარე, შესაძლოა მისი დაკითხვის საკითხიც დადგეს დღის წესრიგში.

კბილაშვილის ინფორმაციით, ახალციხის სხვადასხვა სოფლებში მდებარე სოფლის კლუბების თუ ბიბლიოთეკების პრივატიზების შედეგად, რომელთა ღირებულება აუქციონზე 160 ლარი იყო, დაინტერესებულმა ბიზნესმენებმა 10 მილიონი ლარი გადაიხადეს. მათი ნაწილი თანხას ციხიდან იხდიდა. გამორიცხული არ არის, რომ კვალი მერაბიშვილამადე მივიდეს. -აღნიშნა კბილაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: