ვანო მერაბიშვილი facebook-ში განცხადებას ავრცელებს

0

717b98f831617dd9521189e0b2acf871ვანო მერაბიშვილი კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას მიერ გუშინ სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით გავრცელებულ განცხადებას  ეხმაურება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge მერაბიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, მართლა დათა ახალაიას ეკუთვნის, თუ არა, გუშინ გავრცელებული განცხადება, საქმე გვაქვს ისეთ აბსურდთან, რომელზეც სერიოზული კომენტარის გაკეთებას არც ახლა და არც მომავალში არ ვაპირებ. ეს ბრალდებები წარმოადგენს ყოველგვარ საფუძველს მოკლებულ ბოდვას. ცხადია ეს ყველაფერი მთავრობას დასჭირდა 19 აპრილის წინ, რათა ყველანაირად ხელი შეუშალოს დაგეგმილ აქციას. სწორედ ამიტომ, 19 აპრილს 16 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველის გამზირზე!”- წერს facebook-ის საკუთარ გვერდზე ვანო მერაბიშვილი.

სხვა ახალი ამბები: