ვანო მერაბიშვილს სავარაუდოდ დღეს ბრალი დაუმძიმდება

0

1016128_537304289662326_1126099125_n14:00  საათზე,  მთავარ პროკურატურაში  საგანგებო ბრიფინგი გაიმართება.სავარაუდოდ, ბრიფინგზე გაცხადდება, რომ „ნაცმოძრაობის“ გენმდივან ვანო მერაბიშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდება.

„საქართველოს ექსპრემიერ ვანო მერაბიშვილს, სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალს წაუყენებენ, რაც პატიმრობაში მყოფი მერაბიშვილის ბრალის დამძიმებას გულისხმობს“, – ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებს ორი დღის წინ განუცხადა. რაც შეეხება სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში ნაპოვნ ვიდეოფირებს, კბილაშვილი აღნიშნულის კომენტირებისგან თავი შეიკავა.

მერაბიშვილის ბრალის დამძიმებაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ შს მინისტრმაც. მინისტრის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ აღმოჩენილ სამალავებთან და ფარულ ჩანაწერებთან ვანო მერაბიშვილის კავშირი გამოიკვეთება.

„მთელი 9 წლის განმავლობაში, როდესაც კონკრეტული ფაქტები ხდებოდა, ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. ადამიანზე, რომელზეც შექმნეს მითი, რომ ის ყველაფერს აკონტროლებდა, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ადამიანის ნებისა და თანხმობის გარეშე, ვინმე გაბედავდა ამის გაკეთებას? ეს არის აბსურდი. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ ვერ გაექცევა, შესაბამისად, ყველა აგებს პასუხს, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა დამტკიცდეს სასამართლოს მეშვეობით “, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: