ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეფარდა

0
img_intro_news_bigშს ექს–მინისტრსა და ქს–პრემიერს, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივან ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურამ მერაბიშვილისთვის ბარლის დამძიმების შესახებ განცხადება 28 მაისს გააკეთა. ის ცნობილ იქნა ბრალდებულად 2011 წლის 26 მაისს დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.
დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით, თავისუფლების 5-დან 8 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებისა და შეცდომაში შეყვანის მიზნით პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე მოახდინა მხოლოდ თვალთმაქცური რეაგირება.
მხარეებს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში შეუძლიათ. წინასასამართლო სხდომა 10 ივლისს, 11.00 საათზე ჩაინიშნა.
წინასწარი პატიმრობის ვადის ათვლა დღეიდან დაიწყო.

სხვა ახალი ამბები: