ვანუატუმ შესაძლოა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს

0

afxazetiრეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით შესაძლოა, ერთ-ერთმა სახელმწიფომ, რომელმაც თავის დროზე აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თავისი პოზიცია უკან წაიღოს. ეს განცხადება ზაქარეიშვილმა დღეს პარლამენტში დეპუტატებთან შეხვედრაზე გააკეთა.

“სულ მალე ჩვენ ვნახავთ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ზოგიერთი აღიარების უკან წაღების ფაქტიც შეიძლება შედგეს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია იმიტომ, რომ პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა დასძინა, რომ იგი ზემოხსენებულ ქვეყანაში ვანუატუს გულისხმობს.

სხვა ახალი ამბები: