“ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, ვისია საქართველო”- “ეროვნულების” ყრილობა სამეგრელოში

1

11111804_110636662606258_6242528393812590948_n“უძველესი კოლხური მიწიდან იწყება საქართველოს ჭეშმარიტად ეროვნული მოძრაობა. არა ისეთი ცრუ და ყალბი, რომელზედაც ამდენს საუბრობენ ნაცები თუ დემოკრატები, არამედ ჭეშმარიტად ქართული და ჭეშმარიტად ეროვნული”-აცხადებენ მოძრაობა “ეროვნულები”- ს აქტივისტები, რომლებიც თბილისის შემდეგ ფართომაშტაბიან ყრილობას ზუგდიდში მართავენ.

ზუგდიდის კულტურის ცენტრ “ოდიშის” საკონცერტო დარბაზში მოძრაობა “ეროვნულების” დელეგატებმა მთელი სამეგრელოს მაშტაბით მოიყარეს თავი. 700 ადგილიანი დარბაზში შიგნით ადგილი აღარ იყო, ამიტომაც კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაც მოძრაობა “ეროვნულების” დელეგატებს ჰქონდათ დაკავებული.  „ეროვნულების” სამეგრელოს რეგიონის დამფუძნებელი ყრილობა 17.00 საათზე დაიწყო და ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. როგორც ამავე მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, “ეროვნულები”  მუშაობის აქტიურ რეჟიმზე გადადიან.

11412351_110692812600643_3677245893541379368_n11218937_110679925935265_6014652275072842204_n“მოძრაობა “ეროვნულები” დაფუძნდა 2012 წელს, მაშინვე ჩვენ ალიანსში შევედით საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებასთან” და ასე სამოკავშირეო რეჟიმში გავედით 2012 წლის არჩევნებზე, რამაც მნიშვნელოვანი სიტყვა თქვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ვინც ეროვნული მოძრაობის სათავეებთან იდგა 70 წლებიდან მოყოლებული, დღეს ეს ხალხი ვართ მოძრაობა “ეროვნულებში” გაერთიანებული. დავინახეთ აუცილებლობა, რომ დღეს საქართველოს სჭირდება მხარში დგომა, რადგან გარკვეულ საფრთხეებს ვხედავთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ნელ-ნელა გავაქტიურდეთ. თბილისში გავმართეთ საპრეზენტაციო საღამოც. ამას მოჰყვა დღევანდელი ყრილობაც, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართა. მოწვეული გვყავდა სტუმრები როგორც უზენაესი საბჭოდან, ასევე მოძრაობის ვეტერანები, საზოგადოების წარმომადგენლები სამეგრელოს ყველა რაიონიდან.

ჩვენს რიგებში ვაჟკაცი ხალხი დგას. ხმამაღლა ვიტყვით ჩვენს სიტყვას, ვაჩვენებთ მთელ ქვეყანას, ვისია საქართველო. ზუგდიდში ხაზი გაესვა სწორედ იმას, რომ ახალაიების, სააკაშვილების და ბოკერიების არ არის ეს ქვეყანა. ახალაიებს სათარეშოდ არ დავუთმობთ ამ ულამაზეს კუთხეს “ნაციონალურ მოძრაობას” – აცხადებს მოძრაობა “ეროვნულების” სპიკერი კახა მიგინეიშვილი.

სხვა ახალი ამბები: