ვაჩნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ნინო გიორგობიანი კომენტარს აკეთებს

0

giorgobianiპოლიტპატიმრის სტატუსით პატიმრობიდან გათავისუფლებულმა მელორ ვაჩნაძემ კახეთში სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი გიორგობიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით საჯარიმო ოქმის შევსების დროს მელორ ვაჩნაძემ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და პოლიციას არ დაემორჩილა, რისთვისაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის თანახმად დააკავეს.

ნინო გიორგობიანის განცხადებით საქმის მასალები სასამართლოში გადაგზავნილია და ამ საქმეზე სხდომა დღეს გაიმართება.

მელორ ვაჩნაძე ამ წუთებში დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

სხვა ახალი ამბები: