ვახტანგ გომელაური: “არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი აფეთქება არ მომხდარა”

0

gomelauriშს მინისტრის მოადგილის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციები სპეცდანიშნულების ბაზაზე თავდასხმის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ნამდვილად უბედური შემთხვევა მოხდა. დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ერთი. მინდა, მივუსამძიმრო მის ოჯახს. მოხდა წყლის ავზის გასკდომა და ამას შემდეგ მოყვა კედლის ნგრევა, რამაც გამოიწვია ე.წ. „სინკარის“ ჩამოვარდნა. ისვენებდა ჩვენი თანამშრომელი, რომელსაც დაეცა ზედ და მოყვა სიკვდილიანობა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ გავრცელდა ინფორმაციები, თითქოს რაღაც თავდასხმა მოხდა სპეცდანიშნულების ბაზაზე. მოხდა აფეთქება, ეს, რა თქმა უნდა, სიცრუეა, არანაირი თავდასხმა არ მომხდარა, არანაირი აფეთქება არ მომხდარა, უბრალოდ მოხდა, ესე ვთქვათ, ორთქლის დაგროვება, ცხელი ორთქლის, რამაც გამოიწვია ამ ავზის გასკდომა და კედლის ნგრევა. მეტი ისეთი არაფერი მომხდარა, რაც პანიკები, ვთქვათ, გავრცელდა, ჭორები გავრცელდა საინფორმაციო წყაროებში. პროზექტურაში გადაასვენეს, ქუთაისშია პროზექტურაში გადასვენებული. ჩაუტარდება, რაც საჭიროა ყველაფერი და მერე გადავასვენებთ ალბათ, სახლში“,- განაცხადა გომელაურმა.

10623319_784024218309854_2435085199365172152_o10750366_784024228309853_5909715858945116652_o10623922_784024221643187_3873363094855637423_oშეგახსენებთ, რომ ზუგდიდში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა: გარდაცვლილია აფხაზეთის ა/რ სუს–ის სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ლაგვილავა.

სხვა ახალი ამბები: