ვახტანგ მაისაია: “გალში რუსული სამხედრო ტექნიკის საეჭვო გადაადგილებები დაიწყო”

0

maisaiaaუსაფრთხოების ექსპერტის, ვახტანგ მაისაიას განცხადებით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში მცოცავი ოკუპაციის პროცესი განახლდეს.

„გალის რაიონში რუსეთის სამხედრო შეიარაღებული ნაწილების ტექნიკის საეჭვო გადაადგილებები დაიწყო. ნატო-ს მისიაში რუსეთის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, თურმე საქართველოში ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის გახსნა პროვოკაციულია და ეს ხელს შეუწყობს რუსეთში დესტაბილიზაციური პროცესების განვითარებას. ამ განცხადებას ჰარმონიულად გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო წარმომადგენლობა, რომ ნატო-ს ცენტრის გახსნა მათთვის საფრთხეა. აქედან ჩანს, რომ ეს ინდიკაციები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით მოდის, შეიძლება ამა თუ იმ ფორმით განხორციელდეს სხვადასხვა კონკრეტული აქტიური ღონისძიებების გატარების კუთხით“, – განაცხადა მაისაიამ.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, შესაძლებელია, რომ იგივე მცოცავი ოკუპაციის პროცესი განახლდეს როგორც შიდა ქართლში, ასევე შეიძლება ეს პროცესი დაიწყოს დასავლეთ საქართველოს მიმართულებითაც. ექსპერტის აზრით, ეს არ უნდა გამოვრიცხოთ, რადგან ასეთი რიტორიკის შემდეგ რუსეთის გარკვეული ქმედებები ყოველთვის გადადის ხოლმე რეალური პოლიტიკის ფორმატში.

ექსპერი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მზად უნდა იყოს, რომ ასეთი გამოწვევა დროულად იქნას აღკვეთილი და ნეიტრალიზებული.

სხვა ახალი ამბები: