ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა

0

images-cms-image-000004107აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დღეს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას მიერ წარდგენილი მთავრობის ახალი შემადგენლობა უმაღლესი საბჭოს სესიამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრად ვასილ ხორავა; ეკონომიკის მინისტრად ავთანდილ ძაგანია; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად ქეთევან ბაკარაძე; განათლებისა და კულტურის მინისტრად დიმიტრი ჯაიანი; რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად კონსტანტინე კუჭუხიძე; განსაკუთრებულ დავალებათა საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად ლეილა გულედანი; ზემო აფხაზეთის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრად მევლუდ ჯაჭვლიანი; დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარედ დავით გვაძაბია; იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარედ იგორ კოპალიანი; ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარედ ვალერი ბასარია დაინიშნენ.

სხვა ახალი ამბები: