ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში რეორგანიზაციას გეგმავს

3

vaxtang_yoplbaiaაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობაში რეორგანიზაციას გეგმავს.

„აფხაზეთის მთავრობაში გარკვეული ცვლილებები და რეორგანიზაცია განხორციელდება, მაგრამ ეს მასშტაბურ და მტკივნეულ ხასიათს არ მიიღებს“, – განაცხადა ყოლბაიამ. მისი თქმით,  აფხაზეთიდან დევნილების პრობლემები მისთვის უცხო არ არის და მათ  მოსაგვარებლად აქტიურად იმუშავებს. როგორც ყოლბაიამ აღნიშნა, პარტია „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ყოფნის გამო ხელისუფლების მხრიდან მას დისკომფორტი არ უგრძვნია. „არა მგონია, ამ თანამდებობაზე დანიშვნისას ჩემი  „დემოკრატიულ მოძრაობაში“ ყოფნა რაიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი იყოს. დღევანდელ მთავრობაში არის აზრი მრავალპარტიულობის შესახებ. ამიტომ, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად სხვა პარტიის წარმომადგენლის არჩევა ზუსტად ჯდება ამ პრინციპში“, – აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.

ყოლბაია მიიჩნევს, რომ  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურები ხალხთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ, რადგან ისინი დევნილებში პოპულარობით არ სარგებლობენ  და   დევნილების პრობლემებს  ძალიან დაშორდნენ.  პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად 8 აპრილს დაინიშნა.  აღნიშნულ თანამდებობაზე მან გია ბარამია ჩაანაცვლა.

სხვა ახალი ამბები: