ვახტანგ ყოლბაია ახალ მინისტრთა კაბინეტს აყალიბებს

0

kolbaiaაფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ  აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მთავრობის ახალი შემადგენლობა წარუდგინა. ყოლბაიას მიერ შერჩეული აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება:

განათლებისა და კულტურის მინისტრი – დიმიტრი ჯაიანი;

ფინანსთა მინისტრი –ირაკლი ხორავა;

ეკონომიკის მინისტრი – ავთანდილ ძაგანია;

ჯანდაცვის მინისტრი –ქეთევან ბაკარაძე;

ზემო აფხაზეთის საკითხებში მინისტრი – მევლუდ ჯაჭვლიანი;

განსაკუთრებულ დავალებათა მინისტრი – აბესალომ მიქელაძე;

რეგიონული განვითარების საკითხთა მინისტრი – კონსტანტინე კუჭუხიძე;

იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე – გივი კაცია;

დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე – დავით გვაძაბია;

სოფლის მეურნეობისა და სურსათის რესურსების დეპარტამენტი – ვალერი ბასარია.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციები და კომიტეტები მინისტრობის შეთავაზებულ კანდიდატებს მიმდინარე კვირას მოუსმენენ. აფხაზეთის უმაღლესი საბჭო აღნიშნულ კანდიდატურებს კი მომავალი კვირის დასაწყისში სესიაზე დაამტკიცებს.

სხვა ახალი ამბები: