ვახტანგ ყოლბაია: “პუტინის განცხადების შემდეგ, შესაძლოა, საინტერესო მომენტები გამოჩნდეს”

0

yolbaiaხვალ ჟენევის მოლაპარაკებების 24-ე რაუნდი გაიმართება.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ვახტანგ ყოლბაია, ჟენევაში უკვე გაემგზავრა. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი თემა საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე მოვლენები იქნება. გარდა ამისა, ვახტანგ ყოლბაია, შეხვედრაზე ყურადღებას  დევნილთა ღირსეულ და უსაფრთხო დაბრუნებაზე გაამახვილებს.

“ჩვენ გვერდს ვერც იმ მოვლენებს ავუვლით, რაც ცხინვალის რეგიონში ხდება და ვერც იმას, რაც გაეროს ბოლო რეზოლუციაშია ნათქვამი. ვფიქრობ, შეხვედრა საინტერესო იქნება. არ ვიცი, გარდატეხა რამდენად მოხდება,  მაგრამ პუტინის განცხადების შემდეგ, შესაძლოა, საინტერესო მომენტები გამოჩნდეს”. – განაცხადა ყოლბაიამ ჟენევაში გამგზავრებამდე.

სხვა ახალი ამბები: