ვახუშტი ფარცვანიამ ნესტან კირთაძის შტაბი დღეს დატოვა

0

farcvania_1234სახალხო მოძრაობის სამეგრელო-ზემო სვანეთის ორგანიზაციის ლიდერმა  ვახუშტი ფარცვანიამ საპრეზიდენტო კანდიდატ ნესტან კირთაძის შტაბის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა. მან ამის მიზეზად ოჯახური მდგომარეობა მოიმიზეზა. კირთაძის შტაბს კი ზუგდიდში პედაგოგი გელა ბარამია ჩაიბარებს.

„ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე ვტოვებ შტაბის ხელმძღვანელის პოსტს, თუმცა ვრჩები სახალხო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად“,  – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახუშტი ფარცვანიამ.

ვახუშტი ფარცვანია დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  გამოეხმაურა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, თენგიზ გუნავას მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებას, რომელიც მან თხილის ბიზნესთან დაკავშირებით გაავრცელა.

„ნაცბანდას“ და მის წარმომადგენლებს არავითარი მორალური უფლება არ გააჩნიათ, ამ და სხვა საკითხებზე ხალხის პოზიციით ილაპარაკონ და კიდევ ერთხელ დასცინონ მოსახლეობას” – განაცხადა ფარცვანიამ.

სხვა ახალი ამბები: