ვახუშტი ფარცვანია ბიძინა ივანიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს

0

farcvaniaსაქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ნესტან კირთაძის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი და სახალხო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ვახუშტი ფარცვანია საქართველოს პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაუყონებლივ გადადგომას ითხოვს. ამ დასკვნამდე ფარცვანია პრემიერის ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ მივიდა.

„გუშინდელმა დღემ, თქვენსა და ჟურნალისტებთან შეხვედრამ ცხადყო, რომ ნამდვილად საჩქაროდ უნდა დატოვოთ მთავრობის მეთაურის პოსტი. ეს თხოვნაა და ამით თქვენც მოიგებთ. მაგრამ კატეგორიული მოთხოვნაა, სანამ წახვალთ, წერტილი დაუსვათ უკვე თქვენი წყალობით საქართველოში კლასიკური ნიშნით ფეოდალიზმის დამკვიდრებას.

თქვენ საკუთარი თავი დაგვინიშნეთ პრემიერ-მინისტრად, ყველა მინისტრი მხოლოდ თქვენი მოთხოვნით და მითითებით დაინიშნა. დეპუტატები თქვენ მოგვახვიეთ თავს, პრეზიდენტს თქვენ გვინიშნავთ და მხოლოდ ფორამლურად ატარებთ არჩევნებს და ახლა თქვენი მემკვიდრე პრემიერიც გინდათ დაგვინიშნოთ? უკვე თქვენი საკუთრება გახდა საქართველო? გეყოფათ ხალხის შეურაცხყოფა“-აცხადებს ვახუშტი ფარცვანია.

სხვა ახალი ამბები: