ვენესუელის პრეზიდენტი აფხაზეთში დაპატიჟეს

0

maduroაფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა ვენესუელის პრტეზიდენტი ნიკოლას მადურო აფხაზეთში მიიწვია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „აპსნიპრესი“ იტყობინება.

წყაროს ცნობით, 2 ივლისს მოსკოვში ვენესუელის ლიდერ უგო ჩავესის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომელსაც ამ დროს რუსეთში ვიზიტით მყოფი ნიკოლას მადუროც დაესწრო. მას რუსეთის მიერ დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებული აფხაზეთის ელჩი იგორ ახბა შეხვდა და აფხაზეთში მიწვევის შესახებ ალექსანდრ ანქვაბის მიწვევა გადასცა. მადურომ ეს მიწვევა სიხარულით მიიღო და აღნიშნა, რომ ის აფხაზეთს მალე ესტუმრება.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელა ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

სხვა ახალი ამბები: