ვიაჩესლავ ჩირიკბა: “ჩვენ ვცდილობთ ყველა კონტინენტზე ვიმუშაოთ”

0

chirikbaviacheslavაფხაზეთის დე–ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზეთი აპირებს მსოფლიო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდეს. როგორც მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, ამისათვის ყველა კონტინეტზე შესაბამისი თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს.

,,აფხაზეთი– პატარა ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს გავხდეთ მსოფლიო საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“– განაცხადა ჩირიკბამ.

მან რუსეთის ფედერაციას მადლობა გადაუხადა, აფხაზეთის დამოუკიდებლობის პირველად აღიარებისთვის.

,,ჩვენ ვცდილობთ ყველა კონტინენტზე ვიმუშაოთ, ეს არის სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზია. ევროპის კუთხითაც კარგი კონაქტები გვაქვს საზოგადოებასთან, ჟურნალისტებთან და სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკოსებთანაც კი, ეს ქვეყნებია იტალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰოლანდია და სხვა ქვეყნები“– აცხადებს ჩირიკბა.