ვინ არის “კუსუნა” და რა კავშირი აქვს ემა გოგოხიას “წითელი ბარათების” აქციასთან?!

0

kusunaსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ დღეს ანაკლიაში გამართულ “წითელი ბარათების” აქციაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის ოჯახის ნათესავი აღმოაჩინა, რომელიც ანაკლიაში გამართულ აქციაზე “წითელი ბარათის” ფრიალით მთავრობის გადადგომას ითხოვდა. ადამიანი, რომელიც სურათზეა აღბეჭდილი დარეჯან (კუსუნა) გიორგაძეა, რომელიც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ახლობელია და ამჟამად მასთან ერთად ცხოვრობს. თავად ემა გოგოხიამ კი სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ს და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ თითქოს აღნიშნული საპროტესტო აქცია პრემიერს ადგილობრივებმა მოუწყვეს.

“ემა გოგოხიას ახლობელი “კუსუნა” დღეს მთელი დღის განმავლობაში მასთან ერთად იმყოფებოდა. მანქანაში ახლობელთან ერთად ისხდნენ ასევე ანი ნადარეიშვილის ორგანიზაციის წევრები. ხობში წითელი ბარათები იქნა გაკრული სანამ პრემიერი ჩამოვიდოდა. ამის შემდეგ კი გოგოხიამ დესანტივით ჩამოსხა მისი ახლობელი და ასევე “ზონის” წევრები,”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

შეგახსენებთ, რომ დღეს ანაკლიაში პრემიერ მინისტრის ვიზიტისას “თავისუფალი ზონისა” და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” წევრებმა “ადგილობრივ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებთან ერთად ე.წ “წითელი ბარათების” აქცია მოაწყვეს. შეკრებილები მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ.