ვინ არის პაატა ჭანტურია და მოჰყვება თუ არა მის დანიშნვას წალენჯიხაში რევოლუცია?!

1

532005_147009722116880_1942761210_nწალენჯიხის რაიონში სიტუაციის გაუარესებას ”ქართული ოცნების” ის ფრთა ვარაუდობს, რომლებიც პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ბიზნესმენ პაატა ჭანტურიას დანიშნვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ საკუთარი წყაროების დახმარებით გაარკვია, რომ შ.პ.ს ”პირამიდას” დირექტორი და დამფუძნებლის პაატა ჭანტურიას ბიძა, რაიკომის ყოფილი მდივანი ვალერი ჭანტურია საპარლამენტო არჩევნებამდე წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან ქარდავას ნდობით აღჭურვილი პირი იყო.  ”ნაციონალურმა მოძრაობამ” ადგილობრივი ბიზნესმენის ბიძას მხარდაჭერა დაუფასა და ამის სანაცვლოდ მას წალენჯიხაში ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი და 5.000 ლარი გადასცა. ცნობისათვის, წალენჯიხის რაიონში ლევან ქარდავამ 1 ოქტომბრის არჩევნებზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.

ბიზნესმენმა პაატა ჭანტურიამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წალენჯიხაში თავისი ბიზნეს ინტერესები ახალი ხელისუფლების მოსვლის პირობებშიც შეინარჩუნა. მას როგორც ბიზნესმენს თანაპარტიელის, ვალერი კვარაცხელიას მეშვეობით დაუახლოვდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია. საკრებულოს თავმჯდოამერის ინიციატივით რაიონის მაშტაბით სასოფლო სამეურნეო ბარათების განაღდება მხოლოდ ჭანტურიას მფლობელობაში მყოფ მაღაზიებში გახდა შესაძლებელი. მეორე შანსი საკრებულოს თავმჯდომარემ პაატა ჭანტურიას მაშინ მისცა, როდესაც რაიონში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად სხვადასხვა სამშენებლო მასალების შესყიდვა გახდა საჭირო. ბელქანიას უშუალო მითითებითა და დავალებით საჭირო სამშენებლო მასალები ჭანტურიას მაღაზიებიდან იქნა შეძენილი ოთხი ლარით მეტ ფასად, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო უფრო იაფად შეეძინათ ზუგდიდის რაიონში.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სარეაბილიტაციო სამუშაოებში დაკავებულ ერთ-ერთ ინჟინერს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა. მისი განცხადებით ყველაფერი საკრებულოს თავმჯდომარის დირექტივებით ხდებოდა.

”ჩვენ გვქონდა და გვაქვს ახლაც იმის შესაძლებლობა, რომ საჭირო სამშენებლო მასალები გაცილებით იაფ ფასებში შევისყიდოთ, ვიდრე ეს ჯდება ადგილზე ანუ წალენჯიხაში. ასეც ვაპირებდით, მაგრამ ამაზე უარი მივიღეთ და მოვიდა ბრძანება, რომ მასალები მხოლოდ პაატა ჭანტურიას მაღაზიებში შეგვეძინა. ასეც მოვიქეცით, სხვა რა გზა გვქონდა”-აცხადებს smo.ge-ს კონფიდენციალური წყარო.

2დავით ბელქანიასა და პაატა ჭანტურიას ბიზნესპარტნიორობა უკვე პოლიტიკურ პარტნიორობაში გადაიზარდა. როგორც წყაროები იტყობინებიან სწორედ დავით ბელქანია და ვალერი კვარაცხელია ლობირებენ ჭანტურიას კანდიდატურას წალენჯიხის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვენელის პოსტზე. ამ საქმეში კი მათ ”ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა სამხარაძე უმაგრებს ზურგს. ვალერი კვარაცხელია ლობირების საქმეში მკაფიოდ არ ჩანს. ამით იმას ადასტურებს რომ პოლიტიკურ საქმეებში არ ერევა, თუმცა საქმე სულ სხვაგვარადაა. ყოფილი ”მემარჯვენეები” კვარაცხელია და ბელქანია ერთი საქმისთვის მოქმედებენ. ისინი იღწვიან წალენჯიხის საარჩევნო შტაბში ხელმძღვანელ პოსტზე თავიანთი რჩეული მოხვდეს. თავდაპირველად ამ თანამდებობაზე თავად კვარაცხელია განიხილებოდა, თუმცა ადგილობრივების მიერ ატეხილმა ხმაურმა გარკვეულწილად შეაშინა და უკან დაიხია. მას ძველი ცოდვები გაუხსენეს, ისეთი როგორიცაა ძმებ შარანგიებთან საეჭვო ურთიერთობები და ”კანონიერი ქურდი” გია კვარაცხელია, რომელის მეშვეობითაც ის შევარდნაძის პერიოდში პარლამენტარიც გახდა. როგორც წალენჯიხაში ამბობენ გია კვარაცხელიამ ვალერი კვარაცხელიას ”გადეპუტატებაში” 25.000 დოლარი გადაიხადა.

ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ facebook-შიც გაჩნდა სტატუსები. ერთ-ერთ სტატუსზე ვკითხულობთ.

კორუფციისა და უკანონობის დამადასტურებელი ფაქტები ” ქართულ ოცნების”-ის პოლიტსაბჭოში მოკალათებული ზოგიერთი მედროვე,ყოფილი მემარჯვენე და დაბალი ინტელექტის პერსონები, კერძოდ ლაშა სამხარაძე და მისი მომქრთამავი შარანგიების კლანის წევრი ვალერი კვარაცხელიას საქმენი საგმირონი წალენჯიხაში. ვალერი კვარაცხელია არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად 1999 წელს კანონიერი ქურდებისა და ადგილობრივი კრიმინალების მეშვეობით.(ამასთან დაკავშირებით კითხეთ ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი ცანავას ძმას გიული ცანავას და მის დეიდაშვილს ანთიმოზ სახოკიას) კანონიერი ქურდისადმი მადლიერების ნიშნად მაშინ პარლამენტარმა ვალერი კვარაცხელიამ საკუთარი ავტომობილის სანომრე ნიშნის სერიად აირჩია კანონიერი ქურდის სახელი გია(GIA)(ამასთან დაკავშირებით მასალები შეიძლება მოიძიოთ შსს-ში) ლაშა სამხარაძეს ვთხოვთ კითხოს შსს-ს მინისტრსა და პასუხისმგებელ სამსახურებს ამის თაობაზე). ამასთანავე 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში წალენჯიხაში ჩამობრძანებულ ახალი მემარჯვენეების ლიდერთან დავით გამყრელიძესთან ერთად ესტუმრა კანონიერ ქურდის გია კვარაცხელიას ვილას(დღეს პოლიციის სამმმართველოა განთავსებული) და მანდ რამდენიმე პარტია ბილიარდიც ითამაშა”-ნათქვამია facebook-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატუსში.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის, დავით ბელქანიას წინააღმდეგ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სარჩელი შეიტანა. საქმე წალენჯიხის ცენტრალური ტყე-პარკის მშენებლობის საკითხს ეხება, სადაც გარკვეული წესები და პირობები დაირღვა და ამით ადგილობრივმა ბიუჯეტმა რამდენიმე ათასი ლარით იზარალა. ამ საქმეში დავით ბელქანიასთან ერთად შ.პ.ს ”დაგიც” ფიგურირებს, რომლის ქვემოიჯარეც სწორედ ვალერი კვარაცხელიას სიძე რეზო მოლაშხია გახლავთ. როგორც წალენჯიხაში ამბობენ სწორედ ამ დანაშაულებრივი ალიანსის გადასარჩენად ყველა ღონეს იხმარენ. ამ გეგმის ერთ-ერთი ნაწილია სწორედ შტაბის ხელმძღვანელად პაატა ჭანტურიას დანიშნვაც.

რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პაატა ჭანტურია ”ქართული ოცნების” შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნება?

კვარაცხელია და ბელქანია მათ ლობისტებთან ერთად ღიად არც საუბრობენ ჭანტურიას დანიშნვაზე და აქა-იქ კობა შანავას კანდიდატურის ”შემოგდებასაც” ცდილობენ. ეს ყველაფერი კი ადგილობრივების განცხადებით მხოლოდ დროებით ”თვალის ახვევისთვის” არის გამიზნული. სინამდვილეში კი რეალური კანდიდატურა პაატა ჭანტურიაა.

ადგილობრივი მოსახლეობისა და თავად ”ქართული ოცნების” აქტივისტების განცხადებით ამ ფაქტს ყველა ხერხით შეეწინააღმდეგებიან. პაატა ჭანტურიას კანდიდატურას უარყოფითად აფასებენ და იმ შემთხვევაში თუ ის ჩაუდგება ”ქართული ოცნების” შტაბს სათავეში, დიდი მარცხი არჩევნებზე გარდაუვალია.

”ამას არაფრით არ დავთმობთ და საქმეს აქამდე ნამდვილად არ მივიყვანთ. ყველანაირი ხერხით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით შევეწინააღმდეგებით წალენჯიხაში მაფიური კლანების გააქტიურებას, რომელთა მიზანიც არის სწორედ ”ქართული ოცნების” კიდევ ერთხელ დამარცხება წალენჯიხასა და საერთოდ მთელს სამეგრელოში. ვინ არის ჭანტურია? ააქვს რაიმე პოლიტიკური გამოცდილება გარდა იმისა რომ ქორვაჭარია? საერთოდ რამდენი პროცენტი იცნობს წალენჯიხის სინამდვილეში რომ წინასაარჩევნოდ მასებთან მუშაობა შეძლოს? ეს ის კითხვებია რომელიც უპასუხოდ რჩება. აქ მთავარი ის არის რომ ფაქტიურად წინასაარჩევნო პროცესი ბელქანიამ და კვარაცხელიამ მართოს წალენჯიხაში ისევ და ისევ თავისსავე სასარგებლოდ. თუ ხალხის ნება არ იქნება გათვალისწინებული და მაინც ამ მაფიურ კლანებს ჩაუგდებენ წალენჯიხას ხელში აი მაშინ მართლაც დიდი რევოლუცია წალენჯიხიდან დაიწყება. აქ არ შემოვუშვებთ ჭანტურიას და მის ამბსონებს, კარებს ავუჭედავთ და ფეხით, შიშველი ფეხებით გავუყვებით გზას თბილისისკენ. ბიძინა ივანიშვილს იძულებულს გავხდით მოგვისმინოს და ჩვენგან, ხალხისგან გაიგოს სინამდვილეში რაც ხდება წალენჯიხაში”-აცხადებენ ადგილობრივები.

 

სხვა ახალი ამბები: