ვინ აშენებს სასტუმროს დადიანების ეზოში და აგორდება თუ არა ზუგდიდში ახალი პროტესტის ტალღა?

0

dadianebis ezoზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი კახა მიქაია ზუგდიდში ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებს. მიქაიას განცხადებით ახალი სასტუმროს მშენებლობა დადიანების სასახლის ტერიტორიაზე იგეგმება. სწორედ ამ მიზნით სასტუმროს მშენებლობის მსურველმა, „მეღვინეობა-ხარებას“ მფლობელმა ალექსანდრე ხარებავამ აღნიშნული ტერიტორია გუშინ დაათვალიერა.

“ნიკოს სასახლის წინ იგეგმება სასტუმროს აშენება.თქვენ გახსოვთ, რომ იგივე თემამ პროტესტი გამოიწვია სააკაშვილის მმაღტველობის პერიოდში.  მაშინ სააკაშვილმა დაგეგმა ნიკოს სასახლის გვერდით სასტუმროს მშენებლობა და აიძულა ბიზნესმენი ლევან ქარდავა სასტუმრო აეშენებინა. მაშინ ამ პროტესტმა გამოიღო შედეგი და ეს პროექტი ჩაიშალა”-აცხადებს კახა მიქაია.

კახა მიქაიას მიერ გახმაურებულ ინფორმაციას ადასტურებს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია და აცხადებს, რომ ბიზნესმენი ნამდვილად სტუმრობდა გუშინ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას, თუმცა აქვე იმასაც დასძენს, რომ სასტუმროს მშენებლობაზე იქ სიტყვაც არ თქმულა.

“სასტუმროს მშენებლობაზე საუბარი იმ ადგილას სადაც ყოფილი სტადიონი იყო მართლაც არ ყოფილა. საიდან მიოიტანეს ეს ინფორმაცია მიკვირს. გარკვეულ ინვესტიციებს მაღთლაც ჩადებენ ზუგდიდში, ღვინის სახლი აშენდება ზუგდიდში და სხვა ბევრი რამ მაგრამ კონკრეტულად სასტუმროზე საუბარი მართლა არ ყოფილა. მათ დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, რათა ამ საქმეშიც მიიღონ მონაწილეობა და დაეხმარონ ბოტანიკურ ბაღსაც, დაეხმარონ დადიანების მუზეუმსაც, თუმცა სასტუმრო აქ მართლა არ ფიგურირებს” აცხადებს ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია.

სხვა ახალი ამბები: