ვინ აწამა სანდრო გირგვლიანი?-ახალი დეტალები გირგვლიანის საქმეში

1

922696_598341290198871_1997449993_nსანდრო გირგვლიანის საქმეზე 2006 წელს გასამართლებული პირების გარდა, მთავარმა პროკურატურამ შსს სხვა მაღალჩინოსანთა ბრალეულობაც გამოკვეთა. გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძისა და ავთანდილ აფციაურის გარდა ვანო მერაბიშვილისათვის წაყენებულ საბრალდებო დასკვნაში კიდევ სამი გვარი ფიგურირებს. ესენია დავით ქოქიაშვილი, იოსებ ხასაია და ვალერიან მეტრეველი. დავით ქოქიაშვილი ვანო მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში სანდრო გირგვლიანის მკვლეობის გამოძიებისას საქმეში საერთოდ არ ფიგურერებდა და თანამდებობაზე მუშაობს განაგრძობდა. მთელი ამ წლების განმავლობაში ქოქიაშვილი ისანი სამგორის პოლიციის მთავრი სამმართველოსა და კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოსტზე მუშობდა, იყო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტმანეტის ერთ ერთი სამმართველოს მაღალჩინოსანიც

“სუფრასთან მყოფი დათა ახალაიას დავალებით, ს. გირგვლიანთან ანგარიშსწორების მიზნით, ,,შარდენ ბარის“, თავისუფლების მოედნის, ლესელიძის ქუჩის მიმართულებით და მიმდებარე ტერიტორიებზე განლაგდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპატრამენტის თანამშრომლები: გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე, დავით ქოქიაშვილი, იოსებ ხასაია, ვალერიან მეტრეველი და სხვები. დროის რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ ს. გირგვლიანმა და მისმა მეგობარმა დატოვეს ბარი და გარეთ გავიდნენ. მათ დათა ახალაიას მითითებით უკან გამოჰყვათ მინისტრის მეუღლის სუფრის ერთ-ერთი წევრი – ო. მელნიკოვი, რათა დ. ახალაიას გამოძახებით ქუჩაში მყოფი „კუდ“-ის თანამშრომლებისათვის მიენიშნებინა მსხვერპლზე. ო. მელნიკოვის მინიშნებით გ. ალანიამ, თანმხლებ პირებთან – ალ. ღაჭავასა და დ. ქოქიაშვილთან ერთად, ს. გირგვლიანი და მისი მეგობარი ძალის გამოყენებით ჩაისვეს ავტომანქანაში და გაიტაცეს ქალაქგარეთ, თბილისიდან 6 კილომეტრის მოშორებით მდებარე ოქროყანის სასაფლაოზე. აქ მათ შემოუერთდათ ა. აფციაური და მ. ბიბილურიძეც. გამტაცებლებმა ს.გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს ძლიერ ყინვაში და სასტიკად სცემეს. ს. გირგვლიანს წამების მიზნით სხეულის სხვადასხვა არეში დანით მიაყენეს აურაცხელი ჭრილობა, მათ შორის 12 ჭრილობა ყელის არეში. გარდა ამისა, მას დაზიანებები აღენიშნებოდა ასევე მარცხენა მხარზე, მარცხენა წინამხარზე, მარჯვენა მხარზე, თითებზე, მუცელზე, ორივე მუხლზე, წვივებზე, თეძოებზე, შუბლზე, ცხვირზე და თვალების ირგვლივ და ასეთ უმწეო მდგომარეობაში მყოფი, გვიან ღამით მიატოვეს უკაცრიელ ადგილას. 2006 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 15:00 საათზე, სანდრო გირგვლიანის გვამი მისმა მეგობრებმა იპოვეს ოქროყანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. გირგვლიანისათვის ჭრილობათა უმეტესობა მიყენებული იყო ყელის არეში, მათ შორის სასიკვდილო აღმოჩნდა ხორხზე მიყენებული ღრმა ჭრილობები.” ვკითხულობთ თბილისის პროკურორის მაია მწარიაშვილი მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო დასკვნაში.

სხვა ახალი ამბები: