ვინ გაიტაცა სენაკის სამხედრო ბაზიდან ლევან შაკაია?! (აუდიო)

0

unnamed-soldierსენაკის სამხედრო ბაზიდან 8 მაისს დაკარგული ლევან შაკაიას შესახებ ჯერჯერობით ახალი არაფერია. შაკაიას ოჯახის წევრები მამა და ძმა დღეს სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ასეულის მეთაურსა და სხვა სამხედრო პირებს შეხვდნენ. ლევან შაკაიას მშობლების ინფორმაციით ახალგაზრდა ჯარისკაცს ნამდვილად ჰყავდა პირადი მტრები, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ისინი ამ ეტაპზე თავს იკავებენ

ლევან შაკაიას ძმის, რევაზ შაკაიას ინფორმაციით დღეს 21 საათზე იწურება 48 სააითი რაც მისი ძმა დაიკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლევან შაკაია უგზოუკვლოდ დაკარგულად ამ მომენტიდან ჩაითვლება. მისივე განცხადებით ამის შემდეგ რეგიონის სამართალდამცავები ლევან შაკაიას სამძებრო ოპერაციებს განახორციელებენ

სენაკის სამხედრო ბაზაში ის ოთახი სადაც ახალგაზრდა ჯარისკაცი ცხოვრობდა გამოცარიელებულია. ის ფოტოები, რომელიც თავის ოთახში ლევან შაკაიას ჰქონდა გაკრული გატაცებიდან რამდენიმე საათით ადრე ჩამოხსნა. შაკაია ბაზიდან იმავე ფორმით არის გაუჩინარებული, რა ფორმითაც საღამოს საათებში ისვენებდა საკუთარ ოთახში. მას ნაცრისფერი მაისური და შავი შორტები ეცვა.

ლლევან შაკაიაზე ოფიციალური ძებნა მისი გაუჩინარებიდან 48 საათში, ათი ივნისის 21 საათიდან განხორციელდება.

აუდიო ჩანაწერი

[ca_audio url=”http://smo.ge/wp-content/uploads/revazis-komentari.mp3″ width=”400″ height=”27″ css_class=”codeart-google-mp3-player” autoplay=”false”]

სხვა ახალი ამბები: