ვინ გაუმხილა სამეგრელოს საოლქო პროკურორს გურამ შარაძის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა?!

1

155851_481387075240283_1189992090_nგურამ შარაძის მკვლელობის სახელი და გვარი ერთ-ერთმა პიროვნებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორს ვალერიან იოსავას დაუსახელა და ამასთანავე საქმესთან დაკავშირებით მისი დაკითხვაც მოითხოვა. ამასთან დაკავშოირებით სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ხელმძღვანელს ხათუნა პაიჭაძეს მიმართვას უგზავნის გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ მიმ,ართვის ტექსტს:

“გამარჯობა, ქალბატონო ხათუნა!

სამი დღის წინ მობილურზეც და ფეისბუკის პირად ფოსტაშიც მოგწერეთ, მაგრამ თქვენგან არათუ პასუხი, სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ისმის. 2013 წლის 27 მაისს სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორ ვალერი იოსავასთან იყო მისული კონკრეტული პიროვნება (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ, მაგრამ უკვე მოგახსენეთ), რომელმაც დაასახელა მამაჩემის – გურამ შარაძის მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთის, აგრეთვე, ორი შემსრულებელი მკვლელის გვარები და იოსავასგან მოითხოვა ოფიციალური დაკითხვა.  ეს ამბავი დაწვრილებით პირადად ჩემგან შეიტყვეს ლაშა ნაცვლიშვილმა და მაია მწარიაშვილმა, თეა წულუკიანს მეგობარმა უთხრა, ხოლო ქალბატონმა თეამ, თავის მხრივ, არჩილ კბილაშვილს აცნობა. მიუხედავად ამისა, პროკურატურის მხრიდან დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული პიროვნება არ დაუკითხავს ვალერი იოსავას, რომელიც ეჭვმიტანილია ნაციონალებთან ფარულ გარიგებებში. მაინტერესებს, მთავარი პროკურატურის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ საჭიროა, ოფიციალურად მოგმართავთ”-წერს რუსუდან შარაძე

სხვა ახალი ამბები: