ვინ გაყიდა აფხაზეთის სკოლებისთვის გამოყოფილი სასკოლო ინვენტარი და წიგნები?!

0

7D9326BD-EF51-4B56-8106-A2292C276ED8_mw800_s

საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-მ მიიღო ანონიმური წერილი ელექტრონულ ფოსტაზე,სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტრო უკანონო ქმედებებშია მხილებული. წერილის თანახმად მოპოვებული მასალების გადაგზავნა უახლოეს მომავალში იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში. ანონიმური წყარო ჩვენთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნულ ფაქტებს აანონსებს და დოკუმენტალური მასალების გადმოცემასაც გვპირდება. წყაროს ინფორმაციით წლების განმავლობაში ეს უწყება და მისი სამეგრელოს წარმომადგენლები ყიდდნენ სკოლებისთვის გამოყოფილ ინვენტარს, წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს, სამშენებლო მასალას, სხვადასხვა სახის საჩუქრებს. ცენტრთან შეთანხმებით ხდებოდა არარსებული თანამშრომლებისათვის ხელფასების გამოწერა და გაცემა, რომელიც საბოლოოდ ერთეულების ჯიბეში ხვდებოდა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზარალდებოდა სკოლები , მოსწავლეები და პედაგოგები. ცალკე თემა აფხაზეთის სკოლების თემა, რომელიც ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. საინფორმაციო სააგენტო SMO.GE ამ თემაზე უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ჟურნალისტურ გამოძიებას.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სპეციალურ განცხადებას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დევნილ ქალთა კავშირი” ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლალი გრიგოლავას განცხადებით აფხაზეთის სკოლების სახელით წიგნების ბიზნესი დიდი ხნის წინ წამოწყებული ამბავია.  სწორედ ამ ბიზნესით ბევრი ითბობს ხელს და ისქელებს საკუთარ ჯიბეს.

“აფხაზეთში ქართული ,,განათლების“ გამავრცელებელთა ,,ბნელი“ საქმეები 2010 წელს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე მოწვეულმა აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში რამინ საჯაიამ, რომელიც დღესაც ამ თანამდებობას იკავებს თამამად განაცხადა იმის შესახებ, რომ აფხაზეთში, კერძზოდ გალის რაიონში 31 ქრთულ სკოლას ამარაგებს მათი უწყება ქართული სასკოლო სახელლმძღვანოლოებით. ჩემი კითხვა იყო მარტივი, თუ რა ფორმით ამარაგებდნენ სკოლებს და კონტროლის რა მექანიზმით იყო დაცული სახელმძღვანელოების ადრესატებამდე მისვლა არ მისვლის საკითხი? 

ჩუმად, ფარულად შეაქვთ პედაგოგებს, რადგან მოგეხსენებათ აფხაზეთში იკრძალება ქართული სახელმძღვანოლოები. განაცხადა კითხვის ადრესატმა.

ხშირად მიწევს გალში ყოფნა და ვიცი რა რეალობაც არის!
გალში არ მსმენია, რომ ვინმეს დაურიგდა წიგნები, ისინი იქ არც კი ჩასულა არანაირი ფორმით. ვისაც შესაძლებლობა ქონდა ჩამოდიოდა ზუგდიდში და ყიდულობდა სახელმძღვანელოებს. დაბალ ზონაში სჭირდებათ ეს თორემ დანარჩენ გალის რაიონში ის წიგნები, რომელითაც რუსულად სწავლობენ იმდენად ძვირია, ვერავინ დამატებით ვერ შეიძენდა ზუგდიდში ქართულ სახელმძღვანელოს. ეს წიგნები აშკარაა, რომ იყიდებოდა იმ ფონზე, როცა მთელ საქართველოში რამდენი ყდევნილი ბავშვი და არამხოლოდ წდევნილიები ვერ ახერხებდნენ შეეძინათ წიგნები.-აცხადებს ლალი გრიგოლავა.

სხვა ახალი ამბები: