ვინ გახდება ზუგდიდის რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი?

0

resurscentriზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძოდა, რომლებიც განათლების სამინისტროს სპეციალურ ვებ გვერდზე თავდაპირველად დარეგისტრირდნენ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ ტესტირებაც გაიარეს. რესურსცენტრების ხელმძღვანელთა შესარჩევი ტესტირება ერთ ეტაპად თბილისში, განათლების სამინისტროში შაბათს, 23 მარტს ჩატარდა.

ტესტირების პასუხები განათლების სამინისტროს ვებ გვერდმა უკვე გამოაქვეყნა, სადაც მაღალი ქულებით ზუგდიდის რესურსცენტრის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ლელა ქებურია ლიდერობს, მეორე ადგილზე გავიდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი კოტე თოდუა.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი საბოლოო შედეგები თუ ვინ გახდება ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, რადგანაც მაღალქულიან პრეტენდენტებს წინ ჯერ კიდევ გასაუბრება და გასაჩივრების მომენტებიც ელით წინ. რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელის ვინაობა სავარაუდოდ ერთ თვეში გახდება ცნობილი.

სხვა ახალი ამბები: