ვინ გახდება მომავალი პრემიერი: სერგეენკო თუ ღარიბაშვილი?

0

PicMonkey Collageსაქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, შესაძლოა, ჯანდაცვის ამჟამინდელი მინისტრი დავით სერგეენკო დასახელდეს. ამის შესახებ მთავრობასთან დაახლოებული წყაროები იუწყებიან, თუმცა იგივე წყაროები ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებასაც არ გამორიცხავენ.

“ბიძინა ივანიშვილი პიროვნულად პატივს სცემს ერთგულ ადამიანებს. მართალია მას გუნდში ძალიან ბევრი ერთგული ადამიანი ჰყავს, თუმცა სერგეენკო და ღარიბაშვილი ივანიშვილისთვის ეტალონია. ეს ორი ადამიანი მართლაც შეიძლება ჩაითვალოს მომავალი პრემიერ მინისტრობის რეალურ კანდიდატებად, რომელსაც თავად მოქმედი პრემიერი სამშაბათს ან ოთხშაბათს დაასახელებს.”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის შემცვლელს, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაასახელებს. მანამდე კი ამ საკითხზე კოალიციაში კონსულტაციებია დაგეგმილი.

სხვა ახალი ამბები: