ვინ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარე: პრეზიდენტმა სამი კანდიდატურა უკვე წარადგინა

0

ceskoსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატურა წარადგინა: თამარ ჟვანია, მანუჩარ გამყრელიძე და კონსტანტინე ამირაჯიბი.

ცესკო-ს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს მეთხუთმეტე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკო-ს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკო-ში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.

თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკო-ს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

სხვა ახალი ამბები: