ვინ გეგმავდა ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას ლიკვიდაციას?!

0

zugdidiiiiგაზეთი “ქრონიკა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით დღევანდელ ნომერში სენსაციურ მასალას აქვეყნებს, სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ დაგეგმეს საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. გაზეთის საგაზეთო პუბლიკაციის თანახმად ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია ზუგდიდში უნდა მომხდარიყო.

“წყაროს ინფორმაციით, დათა ახალაიამ ქართველ ძალოვნებს მოუთხრო, როგორ გეგმავდა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მოკვლას 2012 წლის 22 სექტემბერს ზუგდიდში, “ქართული ოცნების” მიტინგზე. ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა ძმებ ბაჩო და დათა ახალაიებს უნდა განეხორციელებინათ. ამ გეგმის ავტორი კი  ვანო მერაბიშვილი იყო. ივანიშვილის მკვლელობის შემდეგ, გეგმის მიხედვით, მეგის ქარდავას დაჯგუფებებს არეულობა უნდა დაეწყოთ სამეგრელოში, ქაოსს მთელი ქვეყანა უნდა მოეცვა, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო მართვადი ქაოსი”-ვკითხულობთ გაზეთ “ქრონიკაში” გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

“ყოველივე ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებდა, არჩევნები გადაიდებოდა, მერე კი მთავარი კონკურენტის გარეშე  ჩაატარებდა არჩევნებს და “ნაციონალური მოძრაობა” დიდი უპირატესობით გაიმარჯვებდა. წყაროები ნაცხადებენ, რომ დათა და ბაჩო ახალაიებისთვის ცნობილი გახდა ამ გეგმის, ბოლო, დამაგვირგვინებელი ეტაპი. ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ძმებ ახალაიებისა და მათთან დაახლოებული პირების გაწირვას აპირებდნენ. გამოძიება ისე წარიმართებოდა, რომ მთავარი დამნაშავეები სწორედ ახალაიები აღმოჩნდებოდნენ, რომელთაც ძალაუფლება თავში აუვარდათ, კონტროლიდან გამოვიდნენ და საკუთარი ინიციატივით მოკლეს ბიძინა ივანიშვილი”-წერს გაზეთი “ქრონიკა”

გაზეთის საგაზეთო პუბლიკაციაში იმასაც ვკითხულობთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მხოლოდ ივანიშვილის ჩამოშორევბის გეგმით არ შეჩერებულა. ის ამჯერად, ვანო მერაბიშვილთან ერთად ივანიშვილის თანაგუნდელის. ირაკლი ალასანიას ლიკვიდაციასაც შეეცადა. გაზეთი ამ საიდუმლო ინფორმაციებს საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ირწმუნება, რომ წყარო დათა ახალაიასგან კარგად ინფორმირებულია.

სხვა ახალი ამბები: