ვინ დაიკავებს სამეგრელოს გუბერნატორის მოადილეების თანამდებობებს?

0

ub moadgileebiiiსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, კონკრეტულად კი გუბერნატორის აპარატში ახალ წლამდე საკადრო ცვლილებებს ელოდებიან. სამეგრელოს გუბერნატორის, ლევან შონიას ახალი მოადგილეები სწორედ ამ დროის განმავლობაში დაინიშნებიან. გუბერნატორს ისევ სამი მოადგილე ეყოლება. პირველი მოადგილის პოსტს ისევ კობა ქანთარია დაიკავვებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ მოადგილეს, ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატურა სახელდება. სავარაუდო კანდიდატებს შორის არიან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მამუკა წოწერია და “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვენელი ლაშა გვასალია. smo.ge-ს მიერ საკუთარი წყაროების მიერ მოპოვებულ ინფორმაციებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ ოფიციალური წყაროები, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილეებზე “საჯარო სამართლის შესახებ” კანონით გათვალისწინებული მთელი რიგი მუხლები, მათ შორის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები არ გავრცელდება.
შესაბამისი შინაარსის კანონი უკვე ძალაში შევიდა.

“საჯარო სამართლის შესახებ” კანონით არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, საკრებულოს წევრებზე, გამგებლებსა და მერებზე, მათ მოადგილეებზე გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე, არც გუბერნატორის მოადგილეებზე გავრცელდება.