ვინ დაუჭირა მხარი დსთ-ში საქართველოს გაერთიანებას?!

0

ba1aadc8031b733საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ იმ პარლამენტართა სია მოიძია, რომლებმაც 1994 წლის 1 მარტის სესიაზე მხარი დაუჭირეს საქართველოს გაწევრიანებას დსთ-ში. ადამიანი, რომელმაც კენჭისყრისას ამ საკითხთან დაკავშირებით თავი შეიკავა პარლამენტარი ასლან აბაშიძე იყო. დსთ-ს მხარდამჭერებს შორის აღმოჩნდნენ ნესტან კირთაძე და შალვა ნათელაშვილიც, რომლებიც გაერთიანებულნი იყვნენ იმ ფრაქციაში, რომელშიც იყო პარლამენტარი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან გურამ ჩახვაძე. სწორედ ამის გამო კირთაზემ და ნათელაშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ფრაქცია დატოვეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გურამ ჩახვაძე სწორედ ამ საპარლამენტო სესიის დეტალებს იხსენებს.

-ჩვენ ვიყავით კიევში. იყო ქრისტიან-დემოკრატების ინტერნაციონალური შეხვედრა და მახსოვს ზუსტად იქიდან სასწრაფოდ წამოვედით იმიტომ რომ აქ დაინიშნა სხდომა თანამეგობრობასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მაშინ ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ ხმა არ მისცა გაწევრიანებას და ორმა ჩვენი ფრაქციის წევრმა ნესტან კირთაძემ და შალვა ნათელაშვილმა მხარი დაუჭირა გაწევრიანებას. სწორედ ამიტომ მათ დატოვეს მაშინ ჩვენი ფრაქცია. მაშინ სესიაზე იყო ძალიან დაძაბული სიტუაცია და ცხარე დებატები. სწორედ ამის გამო მე და ჩემმ კოლეგამ ეროვნულ-დემოკრატებიდან ვადაზე ადრე დავტოვეთ პარლამენტი.

-თქვენ კიდევ ვის გაიხსენებდით იმ პარლამენტართაგან, ვინც მხარი დაუჭირა დსთ-ში გაწევრიანებას და დღესაც ქმნიან პოლიტიკურ ამინდს?

-მაშინ მოქალაქეთა კავშირი იწყებდა ფორმირებას.ის პიროვნებები, რომლებმაც 1994 წელს მხარი დაუჭირეს საქართველოს გაწევრიანებას დსთ-ში აღმოჩნდნენ ამ “მოქალაქეთა კავშირში”. ადრე ამას პარლამენტში ერქვა ბლოკი “ერთობა”, რომელიც ძირითადად შევარდნაძის მომხრეებით იყო დაკომპლექტებული. რომ არა შევარდნაძის მომხრეების უმრავლესობა მაშინდელ პარლამენტში ამ ინიციატივას მხარდაჭერა არც ექნებოდა. სიმართლე გითხრათ ახლა კონკრეტული პიროვნებები არც მახსოვს ვინ იყო. თუ თქვენ სია მოიპოვეთ მანდ ნათლად დაინახავს ყველა ვინ იყო და ვინ არა.

-თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა კიდევ ერთხელ დადგეს დღის წესრიგში მსგავსი მხარდაჭერის ალბათობა დღევანდელ პარლამენტშიც?

-მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ ეს საკითხი რომ არ დამდგარიყო.  ჩვენ ვისით რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა რომ რაღაც გარკვეული მოლაპარაკებები მიდის ამ მხროვ, რომელიც მერე უარყო ჩვენმა მთავრობამ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არც მინდა ეს დადასტურდეს. თანამეგობრობაში დაბრუნება ეს არის უკან, წარსულში დაბრუნება. დღეს საქართველოს აბსოლიტურად განსხვავებული პოლიტიკა აქვს და ეს ძალიან ცუდი იქნება.

-რამდენად არსებობს იმის საშიშროება, რომ გაწევრიანების საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში?

-მე არა ვარ ექსპერტი ამ შემთხვევაში რომ პროგნოზები გავაკეთო. მე უბრალოდ შემიძლია ჩემი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიცია დავაფიქსირო. რისკი არის იმის, რომ უფრო ევრაზიულ კავშირზეა საუბარი. ეს სეიძლება ნაბიჯი იყოს ანუ გარკვეული ეტაპი თანამეგობრობაში დაბრუნების. შეიძლება რომ პირდაპირ იყოს საუბარი ევრაზიულ კავშირზე, ითარდება, ესეც ალბათ ეტაპობრივად განვითარდება, მაგრამ რისკი იმისა რომ რაღაცეების სანაცვლოდ შეიძლება ეს პოლიტიკური მოთხოვნები რეალურად დააყენოს. მე არ გამოვრიცხავ რომ კულუარებში იყო კიდევაც ამაზე საუბარი. ეს შეეხება აბაშიძის შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან და ასევე თედო ჯაფარიძის შეხვედრები  საპარლამენტო ასამბლეის დროს. მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა რაღაც საკითხებზე ამ მხრივ იყო საუბარი, თუმცა როგორც ვიცით ქართული მხარე ამას არ ადასტურებს. ასეთი სახის მოწოდებები ჩემის აზრით მომავალში გახშირდება.

სხვა ახალი ამბები: