ვინ დაჯავშნა ავიაბილეთები და ვინ აპირებს საქართველოს დატოვებას?

0

aeroportiგაზეთი “ალია”  აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “ნაციონალების” ლიდერების ნაწილმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, მეორე ნაწილი კი 19 აპრილის აქციის შემდეგ აპირებს ქვეყნის საზღვრების დატოვებას. გაზეთი აქვეყნებს სკანდალურ ინფორმაციას, რომელიც გუშინ გვიან ღამით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიაწოდეს.

“ნაციონალები და მათი მომხრე “ფეისები” 19 აპრილს, ღამით, ქვეყნიდან გარბიან, ჩეხეთის ავიახაზებით, რეისის ნომერია: CSA  35. აშკარაა, რომ ნაციონალები 19 აპრილს კარგს არაფერს ელოდებიან. არაა გამორიცხული მოხდეს შეტაკება, პროვოკაცია და სამოქალაქო დაპირისპირება, ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს საქართველოში აღარ დაედგომება. აქციას არ დაესწრებიან ჩიორა თქთქიშვილი და დავით დარჩიაშვილი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეს პრაღაში გაჰყვნენ. გიორგი ბარამიძე გაფრინდა კიევში, გიორგი ვაშაძე-რიგაში.

ახლა კი სია, თუ ვინ დაჯავშნა ბილეთები 20 აპრილის ავიარეისებზე:

გიორგი უგულავა- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვაკის მაჟორიტარი, თბილისის საკრებულო- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

დავით წერეთელი, თბილისის საკრებულო-  გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

ირაკლი დვალი, თბილისის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

ხვიჩა სანაია, თბილისის საკრებულოს წევრი- გაფრენა პრაღაში (ჩამოსვლის თარიღი უცნობია);

მამუკა ახვლედიანი, ყოფილი ვიცე-მერი;

ლელა კილაძე- გიგი უგულავას მეუღლე”,- წერს გაზეთი “ალია”.

გაზეთის წყაროს ცნობით, სიაში მოხსენიებულია კიდევ არაერთი გვარი, რომელთა გვარებიც საზოგადოებისათვის ცნობადი არ არის, თუმცა წყარო ამბობს, რომ ეს ადამიანები “ნაციონალების” აქტივისტები არიან და მერიის სხვადასხვა სამსახურში მუშაობენ.

 

სხვა ახალი ამბები: