ვინ და რატომ ჩამოაჭრა თენგიზ გუნავას ბანერს მთავარი სლოგანი?

0

gunavas baneri“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატის, თენგიზ გუნავას წინასაარჩევნო ბანერი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის თავზე განათავსა. უჩვეულო ამაში არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. გუნავას ბანერს ქვემოთ სლოგანად თან სდევდა შემდეგი წარწერა: “ერთად ავამუშავოთ თბილისი”.

“ნაციონალებს” ბანერის ჩამოკიდების მომენტში ეს არც შეუმჩნევიათ, რადგანაც ბანერი ერთი დღის განმავლობაში სწორედ ამ სლოგანით იყო განთავსებული. gunavas baneri 2დილიდან აღნიშნულ წინასაარჩევნო ბანერს სლოგანი საერთოდ არ აქვს. დილით ბანერს სწორედ ის ნაწილი ჩამოაჭრეს, სადაც ეწერა “ერთად ავამუშავოთ თბილისი”. smo.ge-მ დილით ჩამოჭრილი ბანერი გადაიღო, რომელსაც სლოგანი უკვე საერთოდ აღარ აქვს.

სხვა ახალი ამბები: