ვინ მოიაზრებოდა და ვინ უხელმძღვანელებს ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბს ზუგდიდში?!

0

1098320_558612654200112_1548444516_nპრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძესთან შესახვედრად ზუგდიდში უკვე ემზადებიან. “დემოკრატიული მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადეს, რომ სამეგრელოში ყველა საარჩევნო შტაბი 20 აგვისტოდან ოფიციალურად გაიხსნება. გამონაკლისი ამ მხრივ არც ზუგდიდის ოფისი იქნება, რომლის გახსნის ცერემონიალს თავად პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძეც დაესწრება.

სამეგრელოში საპრეზიდენტო კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბების გახსნამდე ზუგდიდში ბევრი მითქმა-მოთქმაა იმაზე თუ ვინ დაიკავებს შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობას. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით შტაბის ხელმძღვანელებად ზუგდიდში სხვადასხვა კანდიდატურები განიხილება. ერთ-ერთ კანდიდატად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ახვლედიანიც განიხილებოდა. აღნიშნული ინფორმაცია “დემოკრატიული მოძრაობის” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ზამირა ღადუამ დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ახვლედიანის კანდიდატურა განხილვის დონემდე არ მისულა.

“ალექსანდრე ახვლედიანის კანდიდატურა განხილვის დონემდე არ მისულა. ამ ადამიანზე საუბარი იყო ოფისში მხოლოდ ერთი დღით და ამის მერე ეს თემა არც წამოგვიწევია. მე პირადად ამ ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, არაჩვეულებრივი პიროვნება და განათლებულია, მაგრამ მე არ ვიცნობ მისი მუშაობის სპეციფიკას საარჩევნო საქმეებში. ასე რომ მასზე უარი იმ დღესვე ითქვა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ არა ზუგდიდში. ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სულ სხვა ადგილას მოიაზრებოდა”-განაცხადა ზამირა ღადუამ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის ყოფილ მოადგილეს ალექსანდრე ახვლედიანს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვის დასმისთანავე აგრესია გამოხატა და განაცხადა, რომ ის თბილისში პირად საქმეებზე კვირაში სამჯერ დადის და ეს არავის საქმე არ არის.

“მე თუ თბილისში ვიყავი ეს არავის საქმე არ არის, რადგანაც ტბილისში მე პირად საქმეებზე კვირაში სამჯერაც დავდივარ. რაც შეეხება ჩემს სურვილს “ბურჯანაძე-დემოკრატების” შტაბის ხელმძღვანელი ვყოფილიყავი სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის ტყუილი”-განაცხადა ალექსანდრე ახვლედიანმა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს “დემოკრატიული მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში განუცხადეს, რომ ალექსანდრე ახვლედიანის კანდიდატურაზე უარის თქმის ერთადერთი მიზეზი “დემოკრატიული მოძრაობისა” და ახვლედიანის გუნდის ერთმანეთთან შეუთავსებლობა იყო. ცნობისათვის, ახვლდიანის გუნდად ზუგდიდიში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის ალექსანდრე ქობალიას გარემოცვა სახელდება.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ახვლედიანის კანდიდატურა დღის წესრიგიდან მოხსნილია. საპრეზიდენტო კანდიდატი ზუგდიდში თავად დაასახელებს მისი შტაბის ხელმძღვანელს. “დემოკრატიული მოძრაობის” ზუგდიდის ოფისში დანამდვილებით ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძის შტაბს ზამირა ღადუა უხელმძღვანელებს.

სხვა ახალი ამბები: