ვინ მფარველობს ადამიანთა გატაცებას გალის რაიონში?!

0

sisxliani xeli“აფხაზეთში ადამიანის გატაცება ერთგვარი ბიზნესია ადგილობრივ სამართალდამცავებსა და კრიმინალებს შორის. თუ გგონიათ, რომ ე.წ მილიციამ არ იცის თუ რომელი შეიარაღებული დაჯგუფება მუშაობს გატაცებებზე ძალიან ცდებით. გარწმუნებთ, რომ ყველაფერზე წინასწარ არიან შეთანხმებულები, იმაზეც კი ვინ გაიტაცონ და შედეგად რა შეიძლება მიიღონ. გალის რაიონის ქვედა ზონის სოფლებში მათ აქვთ სპეციალური სახლებიც კი, სადაც მიჰყავთ გატაცებულები და რჩებიან იმ დრომდე, სანამ ოჯახი გამოსასყიდს არ გადაუხდის. გალის რაიონი არის ბუდე კრიმინალების”-აცხადებს smo.ge-ს წყარო გალის რაიონიდან, რომელიც ოკუპირებულ ზონაში კრიმინალის ზრდაზე საუბრობს.

ე.ს:– კრიმინალი გალის რაიონში ცოტათი მინელებულიც იყო, თუმცა აქა იქ მაინც ხდებოდა დაყაჩაღებები, თავდასხმები. რაც შეეხება ადამიანის გატაცების ფაქტებს, ეს მართლა დავიწყებული იყო დაახლოებით 5 წელია. ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში კი ადამიანთა გატაცება ისევ ამოტივტივდა. საზოგადოებიისთვის ცნობილი ხდება მხოლოდ ის ფაქტები, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში გახდა ცნობილი, ანუ კვარაცხელიას და ყოლბაიას გატაცება. ამის გარდა გალის რაიონში მცხოვრები რამდენი ადამიანია ამდაგვარად გატაცებული ამას ვინ მოთვლის. ზოგიერთი გაუშვეს, რადგანაც ოჯახმა გადაიხადა გამოსასყიდი, ზოგიერთი კი ისევ ტყვეობაშია.

smo:- ძირითადად ადამიანის გატაცება ხდება ფულის გამოძალვის მოტივით ხომ?

ე.ს:- კი ასეა. უფრო ადრე კი, როცა იყო ადამიანთა გატაცების ფაქტები გალში, ფიგურირებდა ვალები ბიზნესში. ანუ წილების გადანაწილების ხარვეზები, როცა ადამიანი ატყუებდა ბიზნესში რომელიმე ჩინოვნიკს, მაგალითად ოთარ ტურნანბას, რომელიც გალში დაკავებული იყო კრიმინალითაც და კერძო ბიზნესითაც. ბუთბა და ტურნანბა ლობირებდნენ მაშინ ყველაფერს, მათი იყო გალის რაიონი მთლიანად. ადამიანს გაიტაცებდნენ კრიმინალური დაჯგუფებები და გტაცებული ადამიანის ოჯახის მიერ გადახდილ გამოსასყიდს ამ ორ ადამიანს უყოფდნენ. იგივე მდგომარეობაა დღეს უკვე გალში.

smo:- დღეს უკვე აღარ არის არც ტურნანბა და არც ბუთბა. ორივე მოკლულია ისევ კრიმინალების მიერ. გამომდინარე აქედან, ვინ კურირებს დღესდღეობით გალის რაიონში კრიმინალურ სამყაროს?

ე.ს:- არიან ბევრნი, მათ შორის კრიმინალში აქტიურად არის ჩართული ე.წ გალის მილიცია. როგორც თავიდან გითხარით ძალიან ბევრი კრიმინალი აფარებს თავს აფხაზეთს და განსაკუთრებით კი გალის რაიონს. ამ კრიმინალებს შემოემატა ამნისტიით გათავისუფლებული 250 ადამიანიც და ახლა უკვე საერთოდ არ შეიძლება აქ ცხოვრება. არის ქართულ-აფხაზური დაჯგუფებებიც, თუმცა უმეტესად ქართველი კრიმინალები ქმნიან ე.წ ამინდს გალის რაიონში. რაც შეეხება თქვენს კითხვას თუ ვინ შეცვლა თტურნანბა და ბუთბა, პირდაპირ გიპასუხებთ. ახლა გალის რაიონს მთლიანად აკონტროლებს მოსკოვიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ე.წ “კანონიერი ქურდი” მამუკა ჭკადუა, იგივე “გალსკი”.

smo:- და გალის მილიცია რა კუთხით არის ჩართული ამ კრიმინალში?

ე.ს:- მილიცია წილებს იღებს. ისევ განვმეორდები, რომ თუკი გატაცებული ადამიანის გამოსასყიდად ბანდფორმირება იღებს 100.000 დოლარს, მაშინ სადღაც 30.000 არის მილიციის წილი. ყველაფერი იცის გალის მილიციამ,სად, რომელ სოფელში, კონკრეტულად რომელ სახლშიც ჰყავთ კონკრეტული გატაცებული, თუმცა არაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ტყვე გაათავისუფლონ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბანდფორმირებების წევრები დააკავონ. ამაზე საუბარი ზედმეტია. გალის რაიონი არის კრიმინალების ბუდე. აქ ცხოვრება ქართველებს დიდი რისკის ფასი გვიჯდება, თუმცა მაინც ვცხოვრობთ, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს.

ჩვენი რესპოდენტის განცხადებით გალის რაიონში კრიმინალური სიტუაციის გაუარესების სეზონი აგვისტო-სექტემბერში დგება, როცა მოსახლეობა საკუთარ შემოსავალს ელოდება თხილის სახით, მეორე კულმინაციური სეზონი კი ზამთარშია, როცა ციტრუსი იკრიფება. ამ დროს უფრო მეტად სჭარბობს თავდასხმები და დაყაჩაღებები. ყველაფერი კი აშკარად და დაუფარავად ხდება, ოჯახებიდან კრიმინალებს თმამად გააქვთ გლეხების მიერ მოწეული ტონობით თხილი და ციტრუსი. გალის მილიცია კი ამ დროს დუმს და დამყაჩაღებლებსაც “ვერ აგნებენ”. ადამიანთა გატაცების სეზონი კი მუდმივადაა. ამ კრიიმინალს არც დრო და არც თვე აქვს განსაზღვრული. მთავარია კარგი და რეალური გადამხდელი იპოვონ.

სხვა ახალი ამბები: