ვინ რა თანამდებობას დაიკავებს ზუგდიდისა და სენაკის საკრებულოებში?

0

axali sakrebuloსამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტში ხვალ ახლად არჩეული საკრებულოს სხდომები გაიმართება. ახალი მოწვევის საკრებულოებში უმრავლესობას “ქართული ოცნება” წარმოადგენს. ხვალ ათი საათიდან ყველა საკრებულო თავმჯდომარეებსა და მის მოადგილეებს აიღჩევს. ასევე ხვალიდან შეუდგებიან მუშაობას მუნიციპალიტეტებში არჩეული გამგებლებიც.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით, ხვალ სენაკში, ხობში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, ჩხოროწყუში, მარტვილსა და ფოთში, ასევე მნესტიის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალ თავმჯდომარეებსა და მათ მოადგილეებს აირჩევენ. ასევე დაკომპლექტდება კომიტეტები და ფრაქციები. საკრებულოებში თავმჯდომარისა და მათი მოადგილეების თანამდებობებს მმართველი კოალიციის წარმომადგენლები დაიკავებენ, რომელსაც მხარი საკრებულოს უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს.

smo.ge-ს ექსკლუზიური წყაროს ცნობით ზუგდიდში რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე “ქართული ოცნების” წევრს, უფრო ადრე კი ამავე პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლაშა გოგიას წარადგენენ. რაიონის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კი სავარაუდოდ კოალიციაში შემავალი პარტიის “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარეს ლაშა ადეიშვილს წარადგენენ.

რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს, აქ თავმჯდომარის პოსტზე მმართვ ელი პარტია სავარაუდოდ მერაბ ქვარაიას წარადგენს. მისი მოადგილის თანამდებობაზე კი შესაძლოა “რესპუბლიკური პარტიის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თოდუა წარადგინონ.

რაც შეეხება სენაკს. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხვალ მმართველი პარტია საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე სენაკის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად არჩეულ კანდიდატს ხვიჩა ჯიშკარიანს წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა ჯიშკარიანი 2014 წლის წინასაარჩევნო პერიოდამდე ჯერ “ქართული ოცნების” სამეგრელო-ზემო სვანეთის კოორდინატორად მუშაობდა, ხოლო შემდეგ კი მან სამეგრელოს გუბერნიაში ვიცე-გუბერნატორის პოსტი დაიკავა. სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, საკრებულოს უმრავლესობა კახაბერ რუსიას წარადგენს, რომელიც კოალიციაში შემავალი პარტიის “მრეწველების” წევრია.

 

სხვა ახალი ამბები: