ვინ ჩაიბარებს სამეგრელოში ბურჯანაძის შტაბს და ვინ ოცნებობს სამეგრელოს გუბერნატორობაზე?!

0

zugdidi-guberniaსამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს თვის ბოლომდე ელოდებია. smo.ge-ს ინფორმაციით ნინო ბურჯანაძის შტაბის წევრები მათი კანდიდატის დასახვედრად აქტიურად ემზადებიან. სწორედ ამ ვიზიტზეა დამოკიდებული თუ ვინ დაიკავებს ამა თუ იმ რაიონის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძვანელის პოსტს. ჯერჯერობით ერთი რამ ნათელი ხდება. შტაბებს უმრავლეს რაიონებში ”დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მთავარ შტაბს, აქ საქმე ცოტა რთულადაა. ამ პოსტზე რამდენიმე პიროვნება იბრძვის. როგორც ამბობენ იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძე გახდება საქართველოს პრეზიდენტი, მისი რეგიონალური შტაბის ხელმძღვანელები ავტომატურად მიიღებენ გუბერნატორის ნანატრ სავარძელს.

სამეგრელოს შტაბის ხელში ჩაგდებისთვის და მომავალში გუბერნატორის თბილი სავარძლისთვის კი რამდენიმე ადამიანი იბრძვის. ყველაზე რეალურ კანდიდატებად კი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის, ზაზა გოროზიას ყოფილ მოადგილესა და ასევე ზუგდიდის ყოფილი გამგებლის ალექსანდრე ქობალიას გუნდის წევრს, ალექსანდრე ახვლედიანს განიხილავენ. ახზვლედიანთან ერთად კი წალენჯიხის ყოფილ გამგებელს და ედუარდ შევარდნაძის ფავორიტ დავით ქანთარიას.

ყველაფერს კი თავად პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე გადაწყვეტს, რომელიც სამეგრელოში ვიზიტს თვის ბოლომდე გეგმავს.

სხვა ახალი ამბები: