ვინ ჩაუდგება სათავეში ზუგდიდში, ქალაქისა და რაიონის საკრებულოებს?

0

zugdidis sakrebuloზუგდიდში როგორც ქალაქის, ასევე რაიონის საკრებულოები თითქმის დაკომპლექტებულია და ცნობილია თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა, ვის შეიყვანს საკრებულოებში. ამის შემდეგ კი აქტუალური ხდება ის, თუ ვინ დაიკავებს ქალაქისა და რაიონის საკრებულოების თავმჯდომარის პოსტებს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს საკუთარმა წყარომ განუცხადა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატურები მმართველ პარტიაში უკვე განიხილება, თუმცა საბოლოო ჯამში მათი კანდიდატურა თავად საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მმართველი კოალიცია ორ კანდიდატურას განიხილავს. ორივე კანდიდატმა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა. ქალაქ ზუგდიდის ახალ  საკრებულოს პირველივე სხდომაზე მერაბ ქვარაიასა და გიორგი თოდუას შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს. მმართველ პარტიაში ამ დრომდე არ აკონკრეტებენ თუ რომელ კანდიდატურაზე შეჯერდებიან, თუმცა ფაქტია რომ ორიდან ერთ-ერთზე აუცილებლად მოუწევთ რეკომენდაციის გაწევა.

რაც შეეხება ზუგდიდის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატს, აქაც ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ქალაქში. მმართველ პარტიას ამ თანამდებობაზეც ორი ფავორიტი ჰყავს. ესენი არიან ლაშა გოგია, რომელიც პროპორციულ სიაში პირველი ნომერია და მამუკა წოწერია, რომელმაც სოფელ ოქტომბერის მაჟორიტარულ ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა, სადაც ხმების უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა აირჩიონ.

სხვა ახალი ამბები: