ვინ წავიდა სამეგრელოდან 19 აპრილის აქციაზე?!

0

aqciaსამეგრელოდან თბილისში , რუსთაველის გამზირზე დანიშნულ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაახლოებით 500 ადამიანი გაემგზავრა. დაახლოებით ასეთია ის მონაცემები, რომელიც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ საკუთარი წყაროებიდან ოფიციალურად მოიპოვა, თუმცა თავად ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა დამენიას განცხადებით აქციაზე სამეგრელოდან 1500 ადამიანი გაემგზავრა. დამენიას ვარაუდით სამეგრელოს დელეგაციას თბილისში მყოფი სტუდენტებიც შეუერთდებიან. ჩვენ დავუკავშირდით სტუდენტური თვითმმართველობის რამდენიმე წარმომადგენელს, რომლებმაც განაცხადეს, რომ მათი სახელით საუბრის უფლება არავის აქვს, რადგანაც არიან ერთეულები, რომლებიც აქციას შეუერთდებიან.

smo.ge-ს ინფორმაციით თბილისში გაემგზავრნენ ასევე საკრებულოს თანამშრომლები,თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენი თანამშრომელი გაემგზავრა თბილისში დაგეგმილ აქციაზე ჯერჯერობით არ ხმაურდება. საკრებულო ჟურნალისტებთან ურთიერთობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გაურბის.

“კონკრეტულად ზუგდიდიდან დაახლოებით 260-მდე ადამიანია წასული. გამთენიისას ზუგდიდიდან გავიდა 9 მიკროავტობუსი და მინდა გითხრათ, რომ მთლიანად გავსებული არცერთი მიკროავტობუსი არ იყო შევსებული. “ნაციონალური მოძრაობის” დრო მორჩა სამეგრელოში, ხალხიც დაიღალა. მორჩა ის დრო როცა თითო სოფლიდან კონკრეტულ გამგებლებს ჰქონდათ დავალება მიღებული, რომ 30-40 მიკროავტობუსი გაეყვანათ. ახლა ვერავინ ვერ უბრძანებს მათ იგივეს. ამიტომაც, ეს ისევ “ნაციონალების” ფანტაზიაა, რომ თითქოს ზუგდიდიდან 1500-2000 კაცი მიყავთ.”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით ზუგდიდიდან თბილისის აქციაზე სამუშაო დღეს მხოლოდ საკრებულოს თანამშრომლები წავიდნენ. სხვა საჯარო სამსახურებში მომუშავე ადამიანებს სამსახური არ დაუტოვებიათ.

სხვა ახალი ამბები: